Wednesday, February 3, 2010

jordan

jordan is best

1 comment:

  1. бѓЇбѓ•бѓђбѓ бѓ˜бѓЎ бѓ›бѓђбѓ›бѓђმისამართი: იერუსალიმის ქ. № 8/9, ლესელიძის ქ. № 41.

    ტელეფონი: 98-90-12.

    ისტორია: ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იდგა ტაძარი, რომელიც მონღოლთა შემოსევის დროს დაინგრა. ეკლესია XVI საუკუნეში აღუდგენიათ, ჩვენამდე მოღწეული შენობა არქიტექტურულად სწორედ XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება და ღოუბნის ორმოც მოწამეთა ტაძრის იდენტურია. 1795 წელს აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. ხელახლა აღადგინეს 1825 წელს. ტაძარი იერუსალიმის საპატრიარქის ქართველი ბერების მეტოქი (კუთვნილება) იყო. ამჟამად კვლავ მიმდინარეობს ეკლესიისა და მისი შემოგარენის სარესტავრაციო სამუშაოები.

    ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატებია. კანკელის ხატები შესულებულია ხატმწერ დავით ხიდაშელის მიერ და შემოწირულია გარდაცვლილთა - გელა ლაითიძესა და თემურ ავაზრელის სულთა საოხად.

    ტიპიკონი: ლიტურგია აღევლინება ყოველ შაბათს და კვირას, ასევე სადღესასწაულო დღეებში. ოთხშაბათობით ტარდება უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის პარაკლისი, ყოველ ხუთშაბათს მონაცვლეობით აღევლინება პარაკლისი წმიდანთა სახელზე

    ReplyDelete